ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომა ჩაიშალა

  • ჩხოროწყუს საკრებულომ თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩია.

კენჭისყრაზე თავმჯდომარეობის ერთადერმა კანდიდატმა, „ქართული ოცნების“ წევრმა ჯუმბერ იზორიამ ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. სხდომას 19 დეპუტატი ესწრებოდა, მას კი მხარი 12-მა წევრმა დაუჭირა, 7 ბიულეტენი კი გაბათილდა.

ახლა სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული, შესვენების შემდეგ კი საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის დასახელებას გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“გეგმავს. ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ქართული ოცნება“, მათ იგივე კანდიდატის დასახელება კიდევ ერთხელ შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ თავმჯდომარის ასარჩევად კენჭისყრა პირველად 3 დეკემბერს, მეორედ კი გასულ კვირასაც ჩატარდა, თუმცა ასარჩევად საკმარისი რაოდენობის ხმები ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.

ჩხოროწყუს ახლადარჩეულ საკრებულოში 27 დეპუტატია, აქედან “ქართულ ოცნებას” 12, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 7, პარტია “საქართველოს” 7, “ლელოს” 1, წარმოადგენს.

კომენტარის დატოვება