- ჩხოროწყუს საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა ჯონი ჯალაღონიამ თანამდებობა დატოვა და გიორგი გახარიას გუნდში გადავიდა, – ამის შესახებ მან ფეისბუკზე დაწერა.
“მოგესალმებით მეგობრებო, როგორც იცით, გახლავართ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, სოფელ ზუმის მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავჯდომარე და მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, ის ბინძური ტყუილების კამპანია, რომელსაც მმართველი პარტია საკუთარი გუნდის ყოფილი წევრის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ აგორებს. მიმაჩნია, რომ ბატონი გიორგი საქართველოს უახლოეს ისტორიაში იყო, არის და იქნება ერთ-ერთი საუკეთესო, ძლიერი პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც თავის გუნდთან ერთად, შეუძლია ჩვენი ქვეყნის არამარტო არსებული ქაოსიდან გამოყვანა, არამედ, წინ წაყვანა და განვითარება. სწორედ ამიტომ, ვუერთდები გიორგი გახარიას გუნდს.”-დაწერა ჯონი ჯალაღონიამ.