- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მეიის ინფორმაციით, 14 ივნისს, 23:00 საათზე ჩხოროწყუს ცენტრალურ პარკსა და ქალაქში არსებულ დიდ ელექტრონულ ეკრანებზე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024-ის გახსნის ღონისძიების ღია ჩვენება გაიმართება.
ასევე ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში ყველა შეჯიბრის ტრანსლირება ჩატარდება:
18 ივნისი, 20:00 თურქეთი-საქართველო. ისტორიული მუზეუმის სააქტო დარბაზი.
22 ივნისი, 17:00 საქართველო – ჩეხეთი. ისტორიული მუზეუმის სააქტო დარბაზი.
26 ივნისი, 23:00 პორტუგალია – საქართველო. ქალაქის ცენტრალური პარკი.