ჩხოროწყუში კარატეს დაარსებიდან 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში კარატეს დაარსებიდან 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ გიგნაძემ და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა , მსოფლიო ორგზის ჩემპიონმა, ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილე გოგიტა არქანიამ ჩხოროწყუელ კარატისტებს სემინარი ჩაუტარეს და სპორტსმენებს გამოცდილება გაუზიარეს.

ღონისძიებას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ, კარატეს მწვრთნელებსა და მოსწავლეებს საიუბილეო თარიღი მიულოცეს და კარატისტებს სხვადასხვა შეჯიბრებაში მიღწეული წარმატებებისთვის მადლობა გადაუხადეს.

ფედერაციის წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტის მერის მოედგილე ვალერი თოდუამ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს