ჩხოროწყუში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გარდაიცვალა 90 წლის ქალი. პაციენტი მკურნალობას რუხის კოვიდ კლინიკაში გადიოდა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 878 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 487 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 878, პისიარტესტით – 17 609.

კომენტარის დატოვება