რუხის კოვიდკლინიკაში კორონავირუსით ჩხოროწყუელი მამაკაცი გარდაიცვალა

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კოვიდკლინიკაში 71 წლის ჩხოროწყუელი მამაკაცი გარდაიცვალა.

ინფორმაციისთვის, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 576 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 584 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 307 918-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

კომენტარის დატოვება