- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩხოროწყუში კულტურის სახლის შენობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
კულტურის სახლი ავარიულ მდგომარეობაში იყო და მისი რეაბილიტაცია აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენდა.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 4 601 202 ლარით ფინანსდება. სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.
მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია გაეცნენ.