- 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართველი დისიდენტის, საზოგადო მოღვაწის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, საქართველოს ეროვნული გმირის – მერაბ კოსტავას დაბადების დღეა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ახუთში მერაბ კოსტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.