- დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯმა, მოძრავ საოპერაციო ბლოკში თვალის ოპერაცია ჩაატარა.
პაციენტები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსდნენ. თვალის ოპერაცა დღეს 26 მოქალაქეს ჩაუტარდა.
ოპერაციამდე „ოფთალმიჯმა “ პაციენტებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარა, სადაც ქირურგიული ჩარევის საჭიროების მქონე პაციენტები გამოვლინდნენ.
აქციის მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ადგილზე გაეცნენ
ინფორმაციისთვის: სამედიცინო აქცია რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტბშიც პერიოდულად ჩატარდება.
ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს