- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ.
შეხვედრას სოფელ ხაბუმეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელიადაესწრნენ.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში საკონსულტაციო შეხვედრები და საერთო კრებები ხაბუმეში, ჭოღაში, გარახასა და ნაკიანში გაიმართა.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივების მიერ პრიორიტეტად დასახელებული მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება.
ადგილობრივებმა პრიორიტეტედ გარე განათების, სკვერების , სანიაღვრე არხების, საუბნო გზების,წისქვილებისა და წყალმომარაგების სისტემის მოწყობა დაასახელეს.
მიმდინარე წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 446 000 ლარი დაიხარჯება.
დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება.
ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს