- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ა(ა)იპ სასპორტო სკოლის გაერთიანების ხელმძღვანელებსა და მწვრთნელებს შეხვდა. შეხვედრას ასევე მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და მერის მოადგილე ვალერი თოდუა ესწრებოდნენ.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე სპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. დათო გოგუამ გაწეული შრომისა და მიღწეული წარმატებებისთვის მადლობა გადაუხადა სასპორტო სკოლის ხელმძღვანელებსა და მწვრთნელებს, მათ სამომავლო გეგმებს გაეცნო და მომავალი თანამშრომლობისთვისაც მზაობა გამოთქვა.
სასპორტო სკოლაში 13 სხვადასხვა ჯგუფი ფუნქციონირებს. სექტემბრიდან სკოლას კინგბოქსისა და კრივის ახალი ჯგუფები დაემატება.
სასპორტო სკოლაში დღეისათვის 260 მოსწავლე ირიცხება.