- 1 სექტემბერს, ქალაქ ჩხოროწყუში, დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი თბილისიდან მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად ჩაატარებს უფასო გამოკვლევებს.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება უფასოდ ჩაიტაროს შემდეგი კვლევები:
• ვენებისა და სისხლძარღვების გამოკვლევა;
• ძვალ-სახსრების და კუნთოვანი სისტემის გამოკვლევა;
• ძვლების სიმკვრივის განსაზღვრა სკრინინგული მეთოდით;
პაციენტმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
კვლევები ქალაქ ჩხოროწყუს N1 საბავშვო ბაღის შენობაში ჩატარდება 10:00 საათიდან.
მისამართი: ჭავჭავაძის ქ N7
ღონისძიება მუნიციპალიტეტის მერიისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭრით ხორციელდება.