ჩხოროწყუში “ხობი-2 ჰესი” გაიხსნა

  • “ხობი-2 ჰესი“ არის ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც საბჭოთა პერიოდის შემდეგ საქართველოში აშენდა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ხობი 2 ჰესის“ ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად განვითარებას და ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის კიდევ უფრო  მეტად გაძლიერებას. პროცესები დაიწყო 2015 წლიდან და ჰიდროელექტროსადგური უკვე შესულია ექსპლუატაციაში. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფ ენერგიის“ წარმომადგენლებს, მის ხელმძღვანელს, ბატონ ლაშა იორდანიშვილს ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებისთვის…”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.