- 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა.
დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერიის, საკრებულოს და საზოგადოების წარმომადგენლება პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი და 9 აპრილს მოწამლული ზოია გრიგოლიას საფლავი.
კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანების მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია.
1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ რუსთაველის გამზირზე დაარბია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია. დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით ადამიანი დაიჭრა და მხუთავი აირით მოიწამლა. 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოცხადდა.