- 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი კობა წურწუმიას საფლავი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა, კობა წურწუმიას სახელობის ტურნირში გამარჯვებული გუნდის წევრებმა.
ინფორმაციისთვის: კობა წურწუმია 2008 წლის 7 აგვისტოდან რუსეთ – საქართველოს ომის წინა ხაზზე იბრძოდა. 9 აგვისტოს, საომარი მოქმედებების დროს, ცხინვალში დაიღუპა. ის მშობლიურ სოფელში, ლეწურწუმეშია დაკრძალული.