პრემიერ-მინისტრის ინიცირებული პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუს სკოლის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. პროექტის სატენდერო ღირებულება 13 მილიონ ლარზე მეტია, პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
მერმა ერთწლიანი ანგარიშის წარდგენის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. მერმა ანგარიში დღეს ქვედა ჩხოროწყუს, ახუთისა და ლესიჭინეს მოსახლეობას წარუდგინა. დათო გოგუამ მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, ინფრასტრუქტურის, სოციალურ, სოფლის მერნეობის, კულტურის, სპორტის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროში მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე ვრცლად ისაუბრა. •მუნიციპალიტეტში...