ჩხოროწყუში ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

წუხელ, გვიან ღამით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში ხანძრის შედეგად, გია ცქვიტიშვილის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. გვიან ღამით მთლიანად დაიწვა ასევე ახუთში თამაზ ვეკუას საცხოვრებელი სახლიც. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილებზე იმყოფებოდნენ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და მერის მოადგილე...

საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირებას იწყებს

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველთა ინფორმირების შემდეგ ეტაპზე გადადის და ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, „ელექტრონული არჩევნების საყოველთაო დემონსტრირება“ მიმდინარე წლის 6 ივლისიდან განხორციელდება და მისი მიზანია საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. „ამომრჩეველთა ინფორმირების...

ხვალიდან წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ივნისის დღის ბოლოდან 26 ივნისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება...

ჩხოროწყუში და ლესიჭინეში პირველი საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს

დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ ჩხოროწყუსა და სოფელ ლესიჭინეში პირველი საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღების მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნენ. ასევე, დაათვალიერეს სალაშხიო-საკაციოს უბანში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნულ უბანში, ასფალტირებული...

დღეიდან შესაძლებელია საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აბიტურიენტებისათვის

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეიდან შესაძლებელია საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აბიტურიენტებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისათვის, მაგისტრანტობის კანდიდატებისა და მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრირებულებისათვის. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს, რომ გამოცდებზე დაშვების აუცილებელ პირობაა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა. „ბარათზე მოცემულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის...

ამოქმედდება მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი პოლიტიკა და პედაგოგთა ანაზღაურება უპრეცედენტოდ გაიზრდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი პოლიტიკა და პედაგოგთა ანაზღაურება უპრეცედენტოდ გაიზრდება, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. „მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტია მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდება, რის წინაპირობასაც პედაგოგებისთვის ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფა წარმოადგენს. სწორედ ამას ემსახურება ახალი სახელფასო სისტემა, რომელიც ითვალისწინებს მასწავლებლის...

ჩხოროწყუში ვროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024-ის გახსნის ღონისძიების ღია ჩვენება გაიმართება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მეიის ინფორმაციით, 14 ივნისს, 23:00 საათზე ჩხოროწყუს ცენტრალურ პარკსა და ქალაქში არსებულ დიდ ელექტრონულ ეკრანებზე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024-ის გახსნის ღონისძიების ღია ჩვენება გაიმართება. ასევე ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში ყველა შეჯიბრის ტრანსლირება ჩატარდება: 18 ივნისი, 20:00 თურქეთი-საქართველო. ისტორიული მუზეუმის სააქტო დარბაზი. 22 ივნისი, 17:00 საქართველო - ჩეხეთი. ისტორიული მუზეუმის...

კირცხში, საჯიქიოს უბანში, 5 კილომეტრიანი გზის მშენებლობა მიმდინარეობს

სოფელ კირცხში, საჯიქიოს უბანში, 5 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშოებს შპს „გზები“ ახორციელებს. რომლის ბიუჯეტი 2 890 000 ლარს შეადგენს. პროექტი გარდამავალია 2026 წელს დასრულდება. პროექტი ასევე სანიაღვრე არხების მოწყობას ითვალისწინებს.

ჩხოროწყუში ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები მიმდინარეობს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დაიწყო და მიმდინარეობს ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხაბუმის ადმინისტრაციული ერთეულის მთელ ტერიტორიაზე თერმული ნისლით დამუშავების პროცესი წამლობის წესების სრული დაცვით ჩატარდა. აღნიშნული ღონისძიებები გრაფიკის მიხედვით, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება.

ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო პროცესი წელს 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. “საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის კანდიდატები კი...