მუხურის მეფუტკრეობის საცდელმა ბაზამ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგებთან ერთად, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მუხურის მეფუტკრეობის საცდელ ბაზას ეწვივნენ. ვიზიტის მიზანს მეფუტკრეობის კომპლექსის დათვალიერება და მიმდინარე კვლევების გაცნობა წარმოადგენდა. მოსწავლეები გაზაფხულზე ფუტკრის მდგომარეობის შეფასების მეთოდებს, დაავადების გამოვლენის კლინიკურ ნიშნებს, მკურნალობისათვის საჭირო პრეპარატების შერჩევასა და მათი გამოყენების წესებს, ასევე, ადრე უდედო...

1 ივლისის დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ივლისის დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).