მდინარე ოჩხომურზე საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

ქალაქ ჩხოროწყუში, გარახას უბანში, მდინარე ოჩხომურზე საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. ხიდი, ძველი ამორტიზებული ხიდის მიმდებარედ შენდება. ხიდის სიგრძე 75, ხოლო სიგანე 10 მეტრს შეადგენს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფომაციით, სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 680 000 ლარით ფინანსდება. მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა,მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის...

B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო

საქართველოში, B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო – პაციენტები პროგრამით უფასოდ ისარგებლებენ. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფომაციით, პროგრამის პირველ ეტაპზე, პაციენტები B ჰეპატიტზე ტესტირებასა და დიაგნოსტიკას გაივლიან. მკურნალობას კი სექტემბრიდან დაიწყებენ. “პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან, სრულად ანაზღაურდება პაციენტების სკრინინგი, მკურნალობაში ჩასართავად და მკურნალობის მონიტორინგისთვის საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები,...