გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2024 წლის 24 აგვისტოს გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. “საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპყრობის წესების, ვადებისა და მოპოვებისთვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების შესაბამისად, ნადირობის სეზონს 2024...
ჩხოროწყუში აგვისტოს ომში დაღუპული კობა წურწუმიას ხსოვნას პატივი მიაგეს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი კობა წურწუმიას საფლავი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა. კობა წურწუმია 2008 წლის 7 აგვისტოდან რუსეთ – საქართველოს ომის წინა ხაზზე იბრძოდა. 9 აგვისტოს, საომარი მოქმედებების დროს, ცხინვალში...
აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა
აგვისტოს ხუთ დღიანი ომიდან 16 წელი გავიდა. ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.
აბიტურიენტთა საპრეტენზიო განაცხადების მიღება 7 აგვისტოდან დაიწყება
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა. საპრეტენზიო განაცხადების მიღება ხვალიდან, 7 აგვისტოდან დაიწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განაცხადით მომართონ 7 აგვისტოს 10:00 საათიდან 9 აგვისტოს 18:00 საათამდე. უწყების ცნობით, განაცხადების შევსება შესაძლებელი იქნება ელექტრონულად სპეციალური ბმულის...
ჩხოროწყუში დაიწყო კობა წურწუმიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი
დღეს, დაიწყო 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ჩხოროწყუელი მებრძოლის კობა წურწუმიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გარდამავალ თასზე მინი-ფეხბურთში. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში მუნიციპალიტეტის 12 ადმინისტრაციული ერთეულის 23 გუნდი და თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის გუნდი მონაწილეობს. ტურნირის ფინალი 9 აგვისტოს გაიმართება, გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი გადაეცემა, ასევე...
სახორაოს უბანსა და მაზნიშვილის ქუჩაზე, მიმდინარეობს გზის მოხრეშვისა და სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები
სოფელ ლესიჭინეში, სახორაოს უბანსა და მაზნიშვილის ქუჩაზე, აქტიურად მიმდინარეობს გზის მოხრეშვისა და სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები. პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება. სოფელ ლესიჭინეში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს დღეს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურისა და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. მერი ასევე შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას...
ხე-ტყის უკანონო ჭრასა და უკანონო ტყითსარგებლობაზე დაწესებული სანქციები მკაცრდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, ხე-ტყის უკანონო ჭრასა და უკანონო ტყითსარგებლობაზე დაწესებული სანქციები მკაცრდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი კანონპროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა. ცვლილებები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით პასუხისმგებლობის გამკაცრებას გულისხმობს, სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის და პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.