სოფელ ლესიჭინეში, საკაციოს უბანში, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ასფალტის საფარით მიმდინარეობს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასფალტირებული გზა 4კმ.-ის მანძილზე დაიგება. ამ დღეებში დასრულდება ასფალტის პირველი ფენის დაგება. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ბიუჯეტი 1 009 998 ლარს შეადგენს. სოფელ ლესიჭინეში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს...