ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს რეკომენდაციით მიმართავს. “არჩევნებამდე 17 დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს. არჩევნებისათვის ქვეყნის მასშტაბით შექმნილია 3031 საარჩევნო უბანი, მათ შორის 2263 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 768 საარჩევნო უბანზე ტრადიციული...
ჩხოროწყუში, გაიმართება სახალხო ზეიმი “ჩხოროწყუობა 2024”
12 ოქტომბერს, ქალაქ ჩხოროწყუში, გაიმართება სახალხო ზეიმი "ჩხოროწყუობა 2024". იხილეთ ღონისძიების პროგრამა: •11:30 საზეიმო მსვლელობა. •11:50 ,, ჩხოროწყუობა 2024-ის” გახსნა. •12:00 საპატიო ჩხოროწყუელების დაჯილდოება. •12:30 დღის კონცერტი- ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით. •13:00 სამეცნიერო მოხსენება ისტორიული მუზეუმის სააქტო დარბაზში.(მომხსენებელი- ფაზისის აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი გია კვაშილავა). •13:45 აფხაზეთის #10 საჯარო სკოლის საძირკვლის ჩაყრა....
8-10 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ოქტომბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. 9-ში კი გამოიდარებს და ისევ თბილი და უნალექო ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება. “თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია,...
უახლოეს დღეებში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. “თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი,...
განათლების მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა. წულაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. ალექსანდრე წულაძე ამ დრომდე ამავე უწყებაში, მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ინფორმაციისთვის: გიორგი ამილახვარმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა 28 სექტემბერს დატოვა და განაცხადა, რომ კერძო სექტორში ბრუნდება.
ლესიჭინეში, საკაციოს უბანში, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ასფალტის საფარით მიმდინარეობს
სოფელ ლესიჭინეში, საკაციოს უბანში, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ასფალტის საფარით მიმდინარეობს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასფალტირებული გზა 4კმ.-ის მანძილზე დაიგება. ამ დღეებში დასრულდება ასფალტის პირველი ფენის დაგება. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ბიუჯეტი 1 009 998 ლარს შეადგენს. სოფელ ლესიჭინეში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს...