ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. აღნიშნულის შესახებ ცესკო განცხადებას ავრცელებს. შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 3 508 294. არჩევნებში მონაწილეობა 2 111 834 -მა ამომრჩეველმა მიიღო. საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ბარიერი 5-მა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. ესენი არიან: ქართული ოცნება;...
16 ნოემბრიდან საქართველოში ამინდი იცვლება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. საქართველოს ტერიტორიაზე ზოგან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება...
სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს
დღეს, სოფელ ქვედა ჩხოროწყუში, მონგირის უბანში, შემოქმედებითი გასვლითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. შემოდგომის ლამაზი პეიზაჟი, ჭაობის კვიპარისების ხეივანი, უნიკალური შთაგონების წყარო აღმოჩნდა ახალგაზრდა ხელოვანებისთვის. მათ ჩაატარეს ხატვის მასტერკლასი და შექმნილი ნამუშევრების გამოფენა. ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლ ,,ჩხოროწყუს „ წევრებმა შეასრულეს მუსიკალური ნომერები, კულტურის ცენტრთან არსებული მხატვრული კითხვის...
15-18 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 16-17 ნოემბერს დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. 18 ნოემბერს ისევ უნალექო ამინდი იქნება. “თბილისში 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 ნოემბერს წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში...
14 ნოემბრიდან საქართველოს მოსახლეობის აღწერა იწყება
სტატისტიკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 14 ნოემბრიდან საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა იწყება. უწყების ცნობით, აღწერის პირველ ეტაპზე, რომელიც 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, მოსახლეობას საშუალება ექნება, გაიაროს თვითრეგისტრაცია. “თვითრეგისტრაცია გულისხმობს იმას, რომ შენ შეძლებ თავად შეავსო კითხვარი და უპასუხო აღწერისთვის ყველა მნიშვნელოვან შეკითხვას კითხვარის შევსება მარტივად, ნებისმიერი ბრაუზერით და...
15 ნოემბრამდე შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 ნოემბრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით თბილი და უნალექო ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოში კი 13 ნოემბერს ზოგან მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი. “თბილისში 12 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება, 13 ნოემბერს კი მოიღრუბლება და მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 13-14...
5 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და ქარბუქი. საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 4-6 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს....
დღეიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება
4 ნოემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმუნიზაცია Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. „გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე რისკ ჯგუფებს...