ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სასპორტო სკოლის გაერთიანებაში მკლავჭიდის სექცია გაიხსნა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სექციის გახსნა მოსწავლეებსა და მწვრთნელებს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მიულოცა და მათთან ერთად არსებულ გამოწვევებზე, სპორტის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მკლავჭიდის წრეში 20 მოსწავლე ირიცხება. სწავლება უფასოა. სასპოტრო სკოლის გაერთიანებაში სულ 16 უფასო წრე ფუნქციონირებს, რომელშიც...