სოფელ ქვედა ჩხოროწყუში ჭვილიშის უბანში საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხიდის სიგრძე24, ხოლო სიგანე 7 მეტრია. პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 965 000 ლარით დაფინანსდა.