25-27 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელი

  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-27 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს.

“თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება.”-ნათქვამია ინფორმაციაში.

.