- 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეროვნული გმირის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერის მოადგილე ვალერი თოდუამ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ახუთში, მერაბ კოსტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. იქვე, ახუთის საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია.ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს ასევე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ბიუსტი და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი ჯგუფების, ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით ჩატარდა კონცერტი. ასევე გაიმართა მხატვრული კითხვის, კალიგრაფიის, სასკოლო თეატრალურ კონკურსსა და 26 მაისისადმი მიძღვნილ სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულების დაჯილდოება.
ქალაქის ცენტრში მოეწყო თეატრალური კოსტიუმირებული მსვლელობა.
მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა სპორტული და ინტელექტუალური შეჯიბრებები.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისიებები მერიის კულტურის,განათლების, ძეგლთა დაცვისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურების ორგანიზებით ჩატარდა.
ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს