საქართველოში კორონავირუსის 5751 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 78 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 5 751 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 647 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 78 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 57 046 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 35 082, „პისიარ“ ტესტით – 21 964.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,08%, ბოლო 14 დღის – 9,95%, ბოლო შვიდი დღის – 10,41%.

სულ ჩატარდა 2 018 336 აცრა, დღიურად აცრილია – 6 976.

კარანტინის რეჟიმშია 54, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 806 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 276 პირი.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 751 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 012 შემთხვევა, აჭარა – 210, იმერეთი – 1 049, ქვემო ქართლი – 474, შიდა ქართლი – 550, გურია – 124, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 377, კახეთი – 548, მცხეთა-მთიანეთი – 140, სამცხე-ჯავახეთი – 210, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 57.

კომენტარის დატოვება