- ქალაქ ჩხოროწყუს ცენტრალურ სტადიონზე “სამეგრელომ“ ქალთა ეროვნული ლიგის ზედა ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრა ქალთა საფეხბურთო კლუბ ,,დინამო სოხუმის” წინააღმდეგ გამართა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სადაც გუნდს გარდამავალი თასი გადეცა.
გულშემატკივრებთან ერთად მატჩს ესწრებოდნენ და ჩხოროწყუს ქალთა საფეხბურთო კლუბ ,,სამეგრელოს“ გამარჯვება მიულოცეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა, ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნინო სორდიამ, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახაბერ ჭუმბურიძემ და ჩხოროწყუს მერმა დათო გოგუამ.