- საქართველოს-პრემიერ მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება საახალწლო ღონისძიებები.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სენაკში, საახალწლო ღონისძიებები 28 დეკემბერს, 14:00 საათზე კულტურის ცენტრისა და მერიის მიმდებარედ, აღმაშენებლის ქუჩაზე გაიმართება.
• 14:00-19:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, ტკბილეული
• 14:00-19:00 – საბავშვო სივრცე: თამაშები, ანიმატორები, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები
• 14:30-18:00 – ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან
• 14:00-16:00 – ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი
• 16:0-16:25 – თოჯინების თეატრი
• 16:30-17:00 – აზოტის შოუ
• 17:00 – 18:00 – ოთო ნემსაძე და ბენდი
• 18:00 – საზეიმო ფოიერვერკი