- შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 10 პირი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონულ სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულია 1963 წელს დაბადებული ტ.ს. სამართალდამცველებმა ტ.ს.-ს საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე შენობა-ნაგებობებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს რევოლვერი და შაშხანა.
დანაშაულები 3-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ასევე, გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ელი, მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობ