- 2023 წლის 11 ივლისს დასავლეთ საქართველოში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე ხობისწყალმა „ქუთაისი-სოხუმის” DN 500მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენი დააზიანა, რის შედეგადაც გაზის მიწოდება შეუწყდა, ზუგდიდის, ხობისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებს. ამის შესახებ ინფორმაციას „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ავრცელებს.
„გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ინფორმაციით, კომპანიამ უწყვეტი მუშაობის შედეგად, ავარიის მასშტაბურობისა და სირთულის მიუხედავად, საკუთარი ძალებითა და სახსრებით, უმოკლეს ვადებში შეძლო დაზიანებული მაგისტრალური გაზსადენის აღდგენითი სამუშაოების დასრულება.
“ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.