- დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სამ სკოლაში საპროტესტო აქციები გაიმართა.
როგორც მედია იუწყება, მასწავლებლების ნაწილმა და მოსწავლეებმა სკოლების დირექტორებთან ხელშეკრულების შეწყვეტა გააპროტესტეს. ისინი იმ ადამიანების დატოვებას ითხოვენ, ვინც აღნიშნულ პოზიციას აქამდე იკავებდა.
დღევანდელი აქციის მონაწილეები გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ და განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.