სოფელ ჭოღაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია ქალაქ ჩხოროწყუსა და სოფელ ჭოღაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოღაში, მეორე ჭოღაში, მდინარე ოჩხომურზე არსებული საავტომობილო ხიდი სტიქიის შედეგად დაზიანებულია. ხიდზე აკრძალულია სატვირთო მანქანების გადაადგილება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დაზიანებული ხიდის გვერდით მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა, რომელიც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, სახელმწოფო ბიუჯეტიდან 1 130 000 ლარით ფინანსდება. ხიდის სიგრძე 55, ხოლო სიგანე 10 მეტრია.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხიდის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

ქალაქ ჩხოროწყუში, ლექვარცხეს უბანში, გზის რეაბილიტაცია ბეტონის საფარით ხორციელდება.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.

პროექტის ბიუჯეტი 735 000 ლარს შეადგენს.

პროექტი გარდამავალია და სამუშაოები 2024 წელს დასრულდება.

+11