- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას პროექტ “ერთი დღე სოფლად” ფარგლებში სოფელ ლეწურწუმეში, ჯუმითის უბანში შეხვდა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერმა ადგილობრივების საჭიროებები მოისმინა და პირველწყაროსგან გაეცნო იქ არსებულ პრობლემებს.
მერი ასევე სოფელ ლეწურწუმეში საჯარო სკოლას და საბავშვო ბაღებსაც ესტუმრა და იქ არსებულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.
ლეწურწუმეს საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საგანმანათლებლო დაწესებულება 2024 წლის სექტემბრიდან შევა ექსპლუატაციაში და სოფელ ლეწურწუმეს 200 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საგანმანათლებლო დაწესებულება ექნება.
მერი ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრებს პროექტ “ერთი დღე სოფლად” ფარგლებში ყველა სოფელში, უბნების მიხედვით მართავს.