- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ,,დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შესაძლებლობა მიეცა უფასოდ ჩაიტაროს შემდეგი კვლევები:
ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ქალბატონებისთვის. (მამოგრაფიული კვლევა)
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ქალბატონებისთვის (პაპ-ტესტის ნიმუშის აღება)
,,კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის მიზანია კიბოს პრევენციისთვის სკრინინგული კვლევების ჩატარება საქართველოს რეგიონების მოზნობრივ მოსახლეობაში. ასევე, აღმოაჩინოს შესაბამისი პათოლოგიური ცვლილებები სიმპტომების გამოვლენამდე. კიბოს სკრინინგის რეგულარულად ჩატარება უზრუნველყოფს დაავადების განვითარების და სიკვდილობის რისკის მკვეთრ შემცირებას.
კვლევები ნიკოლოზ მიქაიას სახელობის ჩხოროწყუს სამშობიარო სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
ღონისძიება მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭრით ხორციელდება.
კვლევები 27 და 28 მარტს ჩატარდება.
ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს