- ქალაქ ჩხოროწყუში, ჭავჭავაძის ქუჩის #3 და #5 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების პროფილირებული თუნუქით გადახურვა მიმდინარეობს.
პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 250 000 ლარით ფინანსდება.