დათო გოგუამ მოქალაქეებთან შეხვედრა გამართა

  • მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრა გამართა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციიით, მოქალაქეებმა მერთან საჭიროებებსა და პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს.

“დათო გოგუამ ადგილობრივების საჭიროებები დეტალურად მოისმინა და საკითხების გადაჭრის გზებზე შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად იმსჯელა. მუნიციპალიტეტის მერმა მოქალაქეებს კომპეტენციის ფარგლებში დახმარება აღუთქვა.

განცხადებები, ძირითადად, სოციალურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებს შეეხებოდა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მიღების დღეებია სამშაბათი და პარასკევი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ის მოქალაქეებს ყოველდღიურად ღებულობს.”-ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.