ლესიჭინეში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, რუსთაველის უბანში ასფალტირებული გზა 4 – კილომეტრიან მონაკვეთზე იგება.

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის პირველი ფენის დაგება. პროექტი 2025 წელს დასრულდება და სანიაღვრე არხების მოწყობასაც ითვალისწინებს. სოფელ ლესიჭინეში, ოჩხომურის უბანში, 3 კმ-ზე ეწყობა ასევე გარე განათება. სამუშაოებს ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის ცენტრი ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.”-აღნიშნულია მერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

+8