- „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობის მიერ პრიორიტეტების შერჩევის მიზნით გამართული საკონსულტაციო შეხვედრები და საერთო კრებები დღეს სოფელ მუხურში, ზუმში, თაიასა და ნაფიჩხოვოში გაიმართა.
ინფორმაციისთვის: მიმდინარე წელს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 446 000 ლარი დაიხარჯება.
დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები ყველა ადმინისტრაციულ ერთულში ეტაპობრივად გაიმართება.