ჩხოროწყუში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში უხვი ნალექისგან შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. ინტენსიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები. განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდნენ მერიის შესაბამისი სამსახურები, სამუშაოებში ჩართულია საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის ცენტრის ტექნიკა. თოვლის საფარისგან იწმინდება სტრატეგიულ ობიექტებთან მისასვლელები, ცენტრალური საავტომობილო და შიდა საუბნო გზები. გზების გაწმენდით...

სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში ნალექს ვარაუდობენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 – 21 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა. “დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

“ჩხოროწყუს მოხალისეთა ჰაბის” წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგი მოხალისეობასა და ლიდერულ უნარ-ჩვევებზე

“ჩხოროწყუს მოხალისეთა ჰაბის” წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგი მოხალისეობასა და ლიდერულ უნარ-ჩვევებზე. მოწვეული ტრენერი მაგდალინა თოდუა გახლდათ. ჩხოროწყუს ახალგაზრდული სათათბიროს ინფორმაციით, ჩხოროწყუს ახალგაზრდულმა სათათბირომ, ახალგაზრდული საბჭოების ასოციაციის მიერ, ორგანიზებულ მოხალისეობრივი პროექტების კონკურსში გაიმარჯვა და 10 საუკეთესო პროექტს შორის, “ჩხოროწყუს მოხალისეთა ჰაბი” მოხვდა. პროექტი “ჩხოროწყუს მოხალისეთა ჰაბი” მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში მცხოვრები, მოხალისეობით დაინტერესებული...

15-17 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 15-17 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. “თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 16-17 თებერვალს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი,...

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. მოსახლეობის მიერ პრიორიტეტების შერჩევის მიზნით საკონსულტაციო შეხვედრები და საერთო კრებები ქვედა ჩხოროწყუში, ახუთში, ლესიჭინეში, კირცხსა და ლეწურწუმეში გაიმართა. მიმდინარე წელს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 446 000 ლარი დაიხარჯება.

11-13 თებერვალს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული

გარემოს ეროვნული სააგენტო 11-13 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. “11-12 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და უნალექო მინდი. ღამის საათებში დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. 13 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან ზოგან გაწვიმდება, მთაში მოთოვს. ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1,-3, დღისით კი +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება....

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ჩხოროწყუში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობის მიერ პრიორიტეტების შერჩევის მიზნით გამართული საკონსულტაციო შეხვედრები და საერთო კრებები დღეს სოფელ მუხურში, ზუმში, თაიასა და ნაფიჩხოვოში გაიმართა. ინფორმაციისთვის: მიმდინარე წელს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 446 000 ლარი დაიხარჯება. დასახლებების...

8-9 თებერვალს შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და ზოგან ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 8-10 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 8-9 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და ზოგან ნალექიანი ამინდი, 10 თებერვალს კი გამოიდარებს. “ქ. თბილისში 8-9 თებერვალს შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი, 10 თებერვალს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება....

პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა -აქცია ჩხოროწყუში

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან პროტესტის ნიშნად მოქალაქეები შეიკრიბნენ, ახალი არჩევნების და საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით. ინფორმაციისთვის: მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ფოტო: წყარო

მომდევნო დღეებში ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4-6 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი. “თბილისში 4 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. 5-6 თებერვალს კი მცირე წვიმა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი....