მთავრობა: 3-5 იანვარი უქმე დღეებად ცხადდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის, 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით დღეები უქმედ განისაზღვრა. შესაბამის დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. „ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ...

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული მისი შენახვის პირობები. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხორცი უნდა ინახებოდეს დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით (2-დან 6 გრადუსამდე). „საახალწლოდ იზრდება მოთხოვნა ხორცზე, ხორცპროდუქტებსა და სხვა მალფუჭებად სურსათზე. სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ...

ჩხოროწყუში, მომავალ წელს, გაზიფიცირდება 6 სოფელი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2023 წელს 2418 აბონენტს ბუნებრივი აირის ქსელზე დაერთების შესაძლებლობა მიეცა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 7 სოფელში: ლესიჭინეში, ახუთში, ქვედა ჩხოროწყუში, ლეწურწუმეში, ხაბუმეში, ჭოღასა და მუხურში მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები. 2024 წელს გაზიფიცირდება 6 სოფელი.

მერია: ჩხოროწყუში 16 პროგრამით 1456 ბენეფიციარმა ისარგებლა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩხოროწყუს მერიაში სოციალური და ჯანდაცვის 16 პროგრამა მოქმედებს, რომლითაც მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები სარგებლობენ. უწყების ცნობით, 2023 წელს აღნიშნული პროგრამებით 1456-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. ბიუჯეტმა 677 562 ლარი შეადგინა. 2024 წელს დაფინანსება 10%-ით გაიზრდება

28 დეკემბერს, ჩხოროწყუში საახალწლო ღონისძიება გაიმართება

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 28 დეკემბერს, ჩხოროწყუში საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ადგილი იქნება აღმაშენებლის ქუჩა, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორია. საახალწლო პროგრამის დასაწყისია 14:00 საათი. იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 14:00-14:15 - ორკესტრისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა. 14:00-19:00 - საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, ცხელი შოკოლადი. 14:00-17:30 - საბავშვო სივრცე: საახალწლო...

ლეწურწუმეში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციიით, პროექტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება და შენობის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. საგანმანათლებლო დაწესებულება 2024 წლის სექტემბერიდან შევა ექსპლუატაციაში და სოფელ ლეწურწუმეს 200 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდართებით აღჭურვილი სკოლა ექნება.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ასევე, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

ჭოღაში საავტომობილო ხიდი შენდება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოღაში, მეორე ჭოღაში, მდინარე ოჩხომურზე საავტომობილო ხიდი შენდება. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, სახელმწოფო ბიუჯეტიდან 1 130 000 ლარით ფინანსდება. ხიდის სიგრძე 55, ხოლო სიგანე 10 მეტრია. ხიდის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. 2024 წელს ხიდები ჭვილიშსა და გარახაში აშენდება.

წიწვოვანი მცენარეების რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება. “გაუფრთხილდი შენი ქვეყნის უნიკალურ ბუნებრივ სიმდიდრეს – ნუ მოჭრი ნაძვს.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჩხოროწყუში კულტურის სახლის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქალაქ ჩხოროწყუში კულტურის სახლის შენობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 601 202 ლარით ფინანსდება. ამ ეტაპზე დასრულებულია გადახურვითი და გარე ფასადის მოწყობის სამუშაოები. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წელს დასრულდება და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უახლესი ტიპის აპარატურით, განათებებით, დიდი საკონცერტო დარბაზით აღჭურვილი კულტურის სახლი...