განათლების მინისტრი საზოგადოებას 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად საზოგადოებას 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. „დღეს 15 სექტემბერია და მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში ახალ სასწავლო წელს ვიწყებთ. მინდა, ეს მნიშვნელოვანი თარიღი განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც წელს პირველად შეაღებენ სკოლის კარებს. ვულოცავ მოსწავლეებს, მშობლებს, ჩვენს მასწავლებლებს და წარმატებულ სასწავლო წელს...

ჩხოროწყუში გარახა-ნაკიანის ხიდი რეაბილიტირდება

ქალაქ ჩხოროწყუში, მდინარე ოჩხომურზე მდებარე გარახა -ნაკიანის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი რეაბილიტირდება. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ხიდი ამორტიზებულია და მასზე გადაადგილება 10 ტონაზე მეტი სიმძიმის ტრანსპორტისთვის აკრძალულია. "რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე ქვედა ჩხოროწყუში, ჭვილიშის უბანში მდებარე საავტომობილო ხიდს, რომელიც დაზიანებულია და 3 ტონაზე მეტი სიმძიმის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება შეზღუდულია. აღნიშნული ხიდების...

ჩხოროწყუს მერი საჯიქიოსა და ნაშელუს უბნის მოსახლეობას შეხვდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი სოფელ კირცხში, საჯიქიოსა და ნაშელუს უბნის მოსახლეობას შეხვდნენ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ადგილობრივების საჭიროებებს გაეცნენ და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. უწყების ცნობით, კირცხის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივების ინტერესების გათვალისწინებით, გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადებულია და უახლოეს პერიოდში ასფალტის...

“ოცნების” ჩხოროწყუს ორგანიზაციის თავმჯდომარედ დათო გოგუა აირჩიეს

"ქართული ოცნების“ პარტიულ კონფერენციაზე ჩხოროწყუს ორგანიზაციის თავმჯდომარედ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი, დათო გოგუა აირჩიეს. კონფერენციაზე აირჩიეს ბიუროს წევრებიც. 12 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენცია მესტიაში გაიმართება.

წარჩინებული სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა ორმაგდება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, წარჩინებული სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა ორმაგდება და ისინი ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად 300 ლარს მიიღებენ. ორმაგდება სტიპენდიის მიმღებ სტუდენტთა რაოდენობაც – 2500-ის ნაცვლად, სტიპენდიას 5000 სტუდენტი მიიღებს.

უხვმა ნალექმა ჩხოროწყუში პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადიდდა მდინარეები და ღელეები, დატბორილია რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, ქუჩები, ეზოები, ყანები, თხილნარი. ჩამორეცხილია შიდა საუბნო გზები. შემთხვევის ადგილზე მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა შესაბამის სამსახურებთან ერთად იმყოფება. შესაბამისი კომისიის მიერ მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

ჩხოროწყუს მერი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა სოფელ ლესიჭინეში, ქვედა ჩხოროწყუში, კირცხში ახუთსა და ლეწურწუმეში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დათო გოგუა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობის პრობლემებსა და საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთან მათ საჭიროებებზე ღიად ისაუბრეს. სოფლებში პრიორიტეტად წყალმომარაგების სისტემის, გზის, სანიაღვრე არხების, გარე განათების რეაბილიტაცია, სკვერის მოწყობა...

სამუშაო შეხვედრაზე ტყეკაფის გამოყოფის საკითხი განიხილეს

დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ტყეკაფის გამოყოფის საკითხი განიხილეს. მუნიციპალიტეტში მუხურის, ნაფიჩხოვიოს, ნაკიანისა და ახუთის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე გამოიყოფა ტყეკაფი, სადაც მოსახლეობა შეძლებს საშეშე მასალის მოპოვებას. ასევე, შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში გაზიფიცირებასთან დაკავშირებული საკითხები. აბონენტების ქსელში...

წელს სტუდენტი 34 843 აბიტურიენტი გახდა

2023 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად სტუდენტი 34 843 აბიტურიენტი გახდა. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სულ 45 000 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოქვეყნდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შედეგის სანახავად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online.naec.ge/defonline/ შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. "ახალი ინიციატივის თანახმად, საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმის, მათი დაფასებისა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობის ასამაღლებლად, ყოველი წლის 27 ოქტომბერს ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება მასწავლებლის...