საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. შოვში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის ძალები და ავიაციაა ჩართული. ინფორმაციისთვის: შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია...
ჩხოროწყუში “აწარმოე საქართველოში” წარმომადგენლები შეხვედრას გამართავენ
სააგენტოს - "აწარმოე საქართველოში” წარმომადგენლები საგრანტო პროგრამებთან დაკავშირებით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ. შეხვედრა 4 აგვისტოს, 16:00 საათზე, ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში ჩატარდება.
ჩხოროწყუში კობა წურწუმიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მიმდინარეობს
დღეს, დაიწყო 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ჩხოროწყუელი მებრძოლის კობა წურწუმიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გარდამავალ თასზე მინი-ფეხბურთში. ტურნირში მუნიციპალიტეტის 20 გუნდი მონაწილეობს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირის ფინალი 8 აგვისტოს გაიმართება, გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი გადაეცემა, ასევე საპრიზო ადგილის მფლობელი გუნდები ფულადი პრიზებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან. ღონისძიება გახსნა და...
ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 1 აგვისტოს, 10:00 საათიდან დაიწყება
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგის გამოქვეყნებით პირველი აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყება. საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცნეტრის ინფორმაციით, ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება სააპელაციო განაცხადების...
ჯანდაცვის სამინისტრო: თურქული წამლები საქართველოში არ გაძვირდება
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკაში, მედიკამენტებისთვის ევრო/ლირის ფიქსირებული გაცვლითი კურსის გადახედვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოში იმპორტირებული თურქული მედიკამენტის ფასზე არ აისახება. “საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ლარის კურსი, თურქულ ლირასთან მიმართებით, 2023 წლიდან 46%-ით არის გამყარებული. შესაბამისად, ლარის გამყარების ფონზე, თურქეთში გაძვირებული წამლები საქართველოში მედიკამენტების ფასზე გავლენას ვერ იქონიებს და ქართული კომპანიები,...
ჩხოროწყუს მერია განცხადებას ავრცელებს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია მწუხარებას გამოთქვამს ქალაქ ჩხოროწყუში, მდინარე ოჩხომურზე მდებარე ხიდის ჩანგრევის შედეგად მომხდარი უბედური შემთხვევის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. "ხიდზე მინიშნებული ტრაფარეტის მიხედვით, დაშვებული იყო მხოლოდ 10 ტონამდე სიმძიმის მქონე ავტოტრანსპორტით გადაადგილება. სატვირთო მანქანა კი, რომელიც ხიდზე გადაადგილდებოდა, იყო დატვირთული და ბევრად...
ჩხოროწყუში ხიდის ჩანგრევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ჩხოროწყუში ქალაქისა და ერთ-ერთი უბნის დამაკავშირებელი ხიდის ჩანგრევას მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ხიდზე სატვირთო ავტომობილი გადადიოდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა
აბიტურიენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორაციით, გამოცდა უკვე ჩააბარეს გრანტის გაუმჯობესებისათვის სტუდენტებმა, გარდა ამისა, ჩატარდა საგნის მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებიც. 2023 წლის გამოცდები 28 ივლისს საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდება. უწყების ცნობით, ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო. 45 000-ზე მეტ...
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობისთვის განცხადებების მიღება დაიწყო
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში, სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, განცხადებების მიღება დაიწყო. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. პროგრამის პარტნიორი კლინიკებია: თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრი“, ესპანეთის „ქირონ სალუდის სამედიცინო ცენტრი“ და ისრაელის „იხილოვის სამედიცინო ცენტრი“. პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე – პროტონოთერაპიას,...
367 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცემა მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული 409 ქონება
მთავრობის გადაწყვეტილებით 367 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცემა მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული 409 ქონება, მათ შორის, საცხოვრებელი ბინები და როგორც სასოფლო, ისე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები. დევნილებისთვის გადასაცემი ქონება მდებარეობს თბილისში, ქუთაისში, დაბა ჩხოროწყუში, შიდა ქართლში, თელავში, მცხეთაში, ბორჯომში, ქვემო ქართლში, სამეგრელოში, იმერეთში, ბათუმსა და რაჭა-ლეჩხუმში.