დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 4 ნოემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 990 501 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 041 751 ადამიანი-მოზრდილი მოსახლეობის 36.7 %. სრულად ვაქცინირებულია 946 395 ადამიანი-მოზრდილი მოსახლეობის 33.1%. 3 ნოემბერს აიცრა 3 469 ადამიანი.
სალომე ზურაბიშვილი-ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია, არა და არასოდეს
ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია, არა და არასოდეს,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. „მზად ვარ ძალიან ბევრი რამისთვის, როცა ვიცი და სადაც ვიცი, რომ ქვეყნის ინტერესი დგას. რადგან ეს საკითხი კიდევ ერთხელ მუსირებს, უნდა ვთქვა, რომ ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია-არა...
დღეს, საქართველოში ინფიცირების 5206 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 53 ადამიანი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5206 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 4648 პირი და გარდაიცვალა კიდევ 53 პაციენტი. გუშინ, საქართველოში 48 615 ტესტი ჩატარდა. დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 206 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 885 შემთხვევა, აჭარა – 193, იმერეთი – 979, ქვემო ქართლი – 360, შიდა...
3868 ადამიანი აიცრა 2 ნოემბერს
3 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 1 986 729 აცრა,- ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. უწყების ცნობით, ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 040 022 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 36.6 პროცენტია, სრულად კი ვაქცინირებულია 944 520 პირი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 33.1 პროცენტია. ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 2 ნოემბერს აიცრა 3 868 ადამიანი.
დღეს, კორონავირუსის 6024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 ადამიანი
საქართველოში კორონავირუსის 6 024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 818 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 58 291 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 36 465, „პისიარ“ ტესტით – 21 826. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,33%, ბოლო 14 დღის – 9,13%, ბოლო შვიდი...
საქართველოში კორონავირუსის 5 553 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 47 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 4 223 პაციენტი. დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 553 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 794 შემთხვევა, აჭარა – 149, იმერეთი – 1 189, ქვემო ქართლი – 317, შიდა ქართლი – 512, გურია – 132, სამეგრელო – ზემო სვანეთი...
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 44 პაციენტი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2141 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 44 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 5081 პირი. გუშინ, საქართველოში 19 886 ტესტი ჩატარდა.
დათო გოგუა ჩხოროწყუელებს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის
"ქართული ოცნების" ჩხოროწყუს მერობის კანდიდატი დათო გოგუა ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ ის თავის ფეისბუქგვერდზე წერს: "ძვირფასო ჩხოროწყუელებო! მინდა მადლობა გადაგიხადოთ 30 ოქტომბერს ჩემ მიმართ გამოცხადებული ნდობისთვის, რომელსაც აუცილებლად გავამართლებ. პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, ვიყავი და ვიქნები ყველა ჩხოროწყუელის სამსახურში, რადგან ვთვლი, რომ ვარ თითოეული თქვენგანის ოჯახის წევრი, ჩხოროწყუ, ჩემს...
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხის გარდა, ყველა მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს
ცენტრალური საარჩევნო კომისის მონაცემებით, სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში ხმების 100% დათვლილია. წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხის გარდა, ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ოპოზიციის ლიდერები, 30 ოქტომბერს, ქვეყნის 20 მუნიციპალიტეტში ჩატარებული მეორე ტურის შედეგებს არ ცნობენ. ცესკოს წინასწარი მონაცემების გაცნობის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ “არჩევნები გაუქმებულია, ხმები მოპარულია” და დღეისთვის მომავალი სამოქმედო გეგმის...
15:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლის აქტივობამ 31,82% შეადგინა
ცესკოს ინფორმაციით, 15:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლის აქტივობამ 31,82% შეადგინა, რაც 664 573 ამომრჩეველია. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამომრჩევლის აქტივობის კვლავ რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება და 45,4%-ია. ყველაზე დაბალი აქტივობა ისევ მცხეთა-მთიანეთშია 26,9%.