ზუგდიდში, დადიანისეული სასახლის ეზოში, დღეს. საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში რეგიონულმა წარმომადგენლობამ ღია კარის დღე გამართა. ზუგდიდელ აბიტურიენტებთან ერთად, ღია კარის დღეზე ხობიდან და წალენჯიხიდან მოვიდნენ აბიტურიენტები. არაფორმალურ გარემოში, უშუალო და აბიტურიენტებისათვის მნიშვნელოვანი შეხვედრა ორი საათი გაგრძელდა. მათ ბევრი კითხვა ჰქონდათ, რომლებზე პასუხი საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულმა წარმომადგენელმა, მაია...