დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში "წითელი ჯვრის საზოგადოების“ ხელმძღვანელმა ხათუნა მიქავამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს მოწყვლადი ჯგუფებისთვის სასურსათო პროდუქტი და ჰიგიენური საშუალებები გადასცა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აქცია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. ჩხოროწყუს მერსა და წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მერია და წითელი ჯვრის საზოგადოება ახორციელებენ ერთობლივ პროგრამას და...