ბესარიობ ქებურია, პირველი ქართველი მფრინავი, ჩხოროწყუელი იყო, ქვედა ჩხოროწყუდან. დაიბადა 1870 წელს, სწორედ დღევანდელ დღეს, 15 თებერვალს, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში, დურგალ სავლე ქებურიას ოჯახში. ვიკიპედია წერს: თავის სოფელში ორი წლის სწავლის შემდეგ, დეკანოზ ანტონ ვეკუასთან გააგრძელა სწავლა. 14 წლის ასაკში ჩხოროწყუდან გაჰყვა მწყემსებს ფოთში. იქ ჩასულმა პირველად დაინახა მატარებელი, რამაც იმდენად ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ბავშვზე,...