82 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი გელა ჩარკვიანი. ინფორმაციას მისი შვილი, თეონა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „გარდაგვეცვალა ჩემი უსაყვარლესი და უძვირფასესი მამა. ჩვენც და ქვეყანამაც დაკარგა გამორჩეული ადამიანი – გელა ჩარკვიანი. პანაშვიდები დღეს და ხვალ, პეკინის 14. გასვენება ხუთშაბათს, 2 საათზე სახლიდან“,- წერს თეონა ჩარკვიანი „ფეისბუქზე“.