დღეს, დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ჩხოროწყუელი მებრძოლის – კობა წურწუმიას სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში.
ჩხოროწყუს მუნიციპლიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირი სოფლებს შორის მიმდინარეობს. ტურნირი 8 აგვისტოს დასრულდება.
საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დიპლომებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. ხოლო, გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი გადაეცემა.